22:52 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 15:42:16, 223 ნახვა

საზოგადოება
ანდრია ბასილაია პროექტის - „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენას ესწრება

თბილისის მუნიციპალიტეტი, დედაქალაქში ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარებისთვის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) დაფინანსებით, პროექტს - „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ახორციელებს. 

პროექტის ფარგლებში, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას, მათ შორის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მგზავრობისას ქალებისა და გოგონების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, ამსტერდამში, 15-19 აპრილს საერთაშორისო გამოფენა - Intertraffic იმართება.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეებთან ერთად ესწრება. გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს მოძრაობის მენეჯმენტის, საგზაო უსაფრთხოების, ადმინისტრირების, ასევე, პარკირებისა თუ სხვა სატრანსპორტო მიმართულებების გაუმჯობესების კუთხით. 

თბილისის მერის მოადგილემ გერმანიის მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა შეამცირებს გადაადგილების დროს, როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.

„დედაქალაქში მოძრავი ავტომობილების რაოდენობის გათვალისწინებით, „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა და არსებულის მოდერნიზება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. შესაბამისად, გასული წლის მაისიდან დავიწყეთ ახალი პროექტი, წელს კი მის საბოლოო დიზაინს შევიმუშავებთ და ეტაპობრივ შესყიდვებს განვახორციელებთ. საერთაშორისო გამოფენაზე გავიზიარებთ იმ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, რომელიც რეფორმის წარმატებით განხორციელებაში დაგვეხმარება. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გერმანიის განვითარების ბანკს, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ცოდნის გაუმჯობესებასა და ევროპის საუკეთესო მაგალითების გადმოღებაში გვეხმარება“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ. 

ამსტერდამში მიმდინარე გამოფენას ანდრია ბასილაიასთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და პროექტში ჩართული სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მონაწილეობა ცოდნის ცენტრის სესიებში. ასევე, გაიმართება შეხვედრები ინდუსტრიის ლიდერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.

„თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“, რომელსაც  ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ხელმძღვანელობს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (DKTI) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ექვსი კომპანიის კონსორციუმი, მათ შორის, „გოპა ინფრა“, (GOPA Infra GmbH), „აი ელ ეფი კონსალტინგ ინჟინრები ავსტრია“ (ILF Consulting Engineers Austria GmbH), „ავსტრიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი“ (AIT - GmbH, A+S Consult GmbH), „აი ელ ეფი კონსალტინგ ინჟინრები საქართველო“ (ILF - Consulting Engineers Georgia GmbH) და „კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფი“ (CCG LLC) ახორციელებს. 

პროექტი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: ერთიანი „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის (ITS) პლატფორმის შექმნა, მოძრაობის მართვისა და კონტროლის ცენტრის ჩათვლით; ეკო-მობილობის (EcoMobility) პროექტების განხორციელება, რომელიც მოიცავს ავტობუსების სისტემის გაუმჯობესებას, მგზავრთა საინფორმაციო სისტემების უზრუნველყოფას, ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას; ტრენინგებსა და შესაძლებლობების განვითარებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში. 

აღსანიშნავია, რომ „ჭკვიანი“ სატრანსპორტო (ITS) სისტემის დანერგვით, დედაქალაქში შეიქმნება ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ურბანული გარემო. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ
ივანიშვილი - „ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან, აგენტურის გამაგრებას ხმარდება
ივანიშვილი - საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics