|
2024-04-15 09:40:37, 354 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კინგსის ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი იმართება - დარეგისტრირდი
"საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კინგსის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია. კინგსის ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი უკვე დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებენ მე-2-დან მეთორმეტე კლასის მოსწავლეები. ოლიმპიადა წელს 15 ქალაქში იმართება, მათ შორის: თბილისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, თელავში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, გურჯაანში, სენაკში, ჭიათურასა და ფოთში. ოლიმპიადაში მონაწილეობას 120 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს და ისინი ერთმანეთს მათემატიკის, ქართული ენისა და ინგლისურის ცოდნაში ეჯიბრებიან. გაზაფხულის სეზონის ფარგლებში უკვე გაიმართა ინგლისური ენის ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობა 11 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მათემატიკისა და ქართული ენის ტურში მონაწილეობის მსურველებმა კი უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. ოლიმპიადის განრიგის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე. „"საქართველოს ბანკში" მიზნად ვისახავთ, ახალგაზრდებისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობები, რათა ხელი შევუწყოთ მათ, გამოავლინონ და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ კინგსის ოლიმპიადის პარტნიორები ვართ. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ სეზონზე 120 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ვქმნით ახალ შესაძლებლობებს. გვახარებს ოლიმპიადისადმი მოსწავლეების და მათი მშობლების მიერ გამოვლენილი მუდმივად მზარდი ინტერესი, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და პროექტი კიდევ უფრო მეტად მასშტაბური გავხადოთ. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)