|
2024-04-13 17:36:59, 565 ნახვა
საზოგადოება
„სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის პროფესიული გადამზადების საბაზისო კურსი დაიწყო
სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სსიპ ,,სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის პროფესიული გადამზადების საბაზისო კურსი დაიწყო. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. მან მსმენელებს სიტყვით მიმართა და ყურადღება თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე გაამახვილა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 5-დღიანი ტრენინგის ფარგლებში, მსმენელები სააგენტოს ძირითად მიმართულებებსა და ფუნქციებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებსა და ახალ მიდგომებს გაეცნობიან. "2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მთლიანად თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. პროცესის მართვის მიზნით, თავდაცვის სამინისტროში „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტო“ შეიქმნა. ამჟამად მიმდინარეობს სააგენტოს დაკომპლექტების პროცესი, სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული სამხედრო განყოფილების თანამშრომელთაგან პერსონალის შერჩევა და დანიშვნა. შესაბამისად, კურსი ითვალისწინებს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, რაც დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულებას ხელს შეუწყობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)