08:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 16:41:54, 292 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ვინც არიან სებ-ის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიაში, მათ ქვეყანას უმუხთლეს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „ვინც კომისიაშია თავის დროზე ქვეყანას უმუხთლეს“.

ზარქუა კომისიის შემადგენლობაში არჩილ მესტვირიშვილის კანდიდატურის დასახელებასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ მაშინ როდესაც, საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში იყო, მესტვირიშვილმა გაურკვეველი მიზეზით დატოვა ეროვნული ბანკის თანამდებობა.

„ვინც არიან კომისიაში, თავის დროზე ქვეყანას უმუხთლეს. მცდელობა ჰქონდათ, ჩამოეშალათ და ეროვნული ბანკის პარალიზება მოეხდინათ. ასეთი ადამიანების შერჩეული რა იქნება. ისევ იქნება ცალ ფეხზე მდგომი, სავარაუდოდ, რომელიც ქვეყნის გარედან პატრონს ან დირექტივას დაელოდება და როდესაც იქნება ბრძანება, შესაბამისად მოიქცევა,“-აღნიშნავს ზარქუა.

ზარქუას თქმით, ასეთი დაკომპლექტებული კომისიისგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.

„ბატონი მესტვირიშვილი გახსოვთ ამ პროცესში, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდებოდით და ვცდილობდით, მაკროეკონომიკური პარამეტრები დაბალანსებული გვქონოდა, ეკონომიკას, ქვეყანას დაარტყა და ეროვნული ბანკის თანამდებობა დატოვა. მიზეზი ჩვენთვის გაუგებარი იყო და ეს ადამიანი ჰყავს კომისიაში.

თუ არ ვცდები, მეორე არის სხულუხია, რომელიც ფონ კრამონის მეგობარია და ფონ კრამონის მეგობარი რა იქნება ხომ წარმოგიდგენიათ. კიდევ არის იქ ოპოზიციური არხებიდან ჩასმული ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული ხედვა აქვთ, ამ ადამიანებისგან შეკრა კომისია ჩვენმა სასახელო პრეზიდენტმა. ამ ხალხისგან დაკომპლექტებული კომისიისგან რას უნდა ველოდოთ- არაფერს კარგს“-აცხადებს ირაკლი ზარქუა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics