17:51 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 15:36:19, 373 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება. წლევანდელი ღონისძიებისთვის ბოტანიკურ ბაღს, იაპონური ბაღის მიმდებარედ ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 10 ახალი ნერგი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური სახვითი ხელოვნების - „შოდოს“ წარმოდგენითა და იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება. დამთვალიერებელს დახვდება იაპონურ თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, იაპონური და ქართული ელემენტებით შესრულებული სამოსის ჩვენება, იაპონური ჩაი, ორიგამისა და სუშის მომზადების მასტერკლასი და ანიმეების გამოფენა.

ღონისძიების ფარგლებში მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილისა და სხვა თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული თემატური ნახატების გამოფენა გაიმართება.  ღონისძიება კინცუგის - დამსხვრეული ჭურჭლის ოსტატურად შეკეთების იაპონური ხელოვნების მასტერკლასით დასრულდება.  

ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ მეოთხედ იმართება.

ღონისძიების დრო: 13-14 აპრილი, 12:00-18:00 საათი

საკონტაქტო პირი: სოფიო მეტრეველი - 595 625 620





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics