|
2024-04-12 14:51:14, 374 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე სომეხ კოლეგას შეხვდა
რიგით მე-5 სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომეხ კოლეგას შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გრიგორ მინასიანთან შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ორმხრივი სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა. მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი რეგულაციების გამარტივებაზე რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკების განვითარებაზე. „კეთილგანწყობაზე დაფუძნებული ინტენსიური ურთიერთობით შევძლებთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების სამართლებრივ უზრუნველყოფას, ადამიანებს შორის კონტაქტების კიდევ უფრო მეტად გამარტივებას და ეკონომიკისთვის ხელშეწყობას", - განაცხადა რატი ბრეგაძემ. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივად მიღწეულ შედეგებზე, მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილ ინოვაციებზე იუსტიციის სამინისტროების ფარგლებში. ამასთან, შემდგომი თანამშრომლობის გამყარების მიზნით, მინისტრებმა განიხილეს ახალი ინიციატივები, რაც გააძლიერებს ინსტიტუციათა ფუნქციონირებას ეროვნულ დონეზე და გაამყარებს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ეფექტიანობას რეგიონში. სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ერევანში 11-12 აპრილს იმართება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)