12:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 10:25:03, 558 ნახვა

სამართალი
ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ  ცოტა ხნის წინ წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ორ მუხლში - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ცნო დამნაშავედ.

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის 29 მარტს დააკავეს.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

1-ელ მაისს, სასამართლომ გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics