|
2024-04-11 17:12:09, 453 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს სტუდენტები - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული კანონის მიღებაზე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეა საუბარი. თსუ-ს სტუდენტები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, რომ უარი თქვას, „ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული", „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე და „ნაცვლად მოქალაქეების სახელმწიფოსგან დაშორებისა, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას მართვაში". „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედიაორგანიზაციების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას, თუ ისინი დაფინანსების ნაწილს „უცხოური ძალისგან“ იღებენ. გვესმის, დემოკრატიულ სახელმწიფოში თავისუფალი და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მნიშვნელობა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში; ვაღიარებთ, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან განუზომელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; ვიზიარებთ, საერთაშორისო საზოგადოების, ასევე, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მწვავე გამოხმაურებას ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით; გვაშფოთებს, მსგავსი კანონების სხვა ქვეყნებში სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების, საბოლოოდ კი მთლიანი საზოგადოების, ჯანსაღი გამოხატვის შეზღუდვისთვის გამოყენების ნაცადი პრაქტიკა; მიგვაჩნია, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას, მის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ქართველი ხალხის ისტორიულ, ეროვნულ და ურყევ, ევროპულ არჩევანს; დაუშვებელია გამჭვირვალობის, როგორც თავისუფალი საქმიანობის შეზღუდვის ინსტრუმენტად გამოყენება. ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები, ასევე, კურსდამთავრებულები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ და ერთადერთ არჩევნად ევრო-ატლანტიკური სივრცე მიგვაჩნია, შევახსენებთ საქართველოს პარლამენტს, ევროკომისიის ცხრა ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისას მიეცა ქვეყანას შესასრულებლად: პირველი რეკომენდაცია: ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა; მეცხრე რეკომენდაცია: […] სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას, ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე და ნაცვლად მოქალაქეების სახელმწიფოსგან დაშორებისა, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას მართვაში", - ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)