|
2024-04-11 11:48:28, 292 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტის“ შეხვედრების სერია იწყება
"თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციურ სივრცეში 13, 18 და 27 აპრილს გიწვევთ შეხვედრების სერიაზე. გაზაფხული, იდეალური პერიოდი და ახალი შესაძლებლობაა ცვლილებების დასაწყებად, სწორედ ამიტომ კონცეპტ შეხვედრების პირველი სერიის საერთო თემატიკა მოტივაცია და თვითგანვითარება იქნება. კონცეპტ შეხვედრების სპიკერები ფსიქოლოგები ნათია ფანჯიკიძე, ზურა მხეიძე და თამარ გაგოშიძე იქნებიან, რომლებიც ამ მიმართულებით დიდ გამოცდილებასა და კომპეტენციას ფლობენ. სალექციო დროის გარდა შეხვედრების ფორმატი კითხვა-პასუხის რეჟიმსა და დისკუსიასაც ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც სივრცის სტუმრებს მათთვის საინტერესო საკითხების განხილვისა და მსჯელობის შესაძლებლობაც მიეცემათ. აპრილის შეხვედრების სერია: 13 აპრილი | ნათია ფანჯიკიძე „შთაბეჭდილების მიღების ხელოვნება“ 18 აპრილი | თამარ გაგოშიძე „პიროვნული ზრდა, წარუმატებლობა და განვითარების მოტივაცია“ 27 აპრილი | ზურა მხეიძე „მოტივაცია და თვითგანვითარება“. "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე სწორედ ის ადგილია, სადაც სტუმრებს კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში შეეძლებათ გამორჩეული სპიკერების მოსმენა. ამ შეხვედრებისგან კონცეპტის მომხმარებლები უნდა ელოდონ, როგორც ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მოტივაციის ზრდის, შთაბეჭდილების მიღების ხელოვნებისა და თვითგანვითარების შესახებ, ასევე, რეკომენდაციებსა და მაგალითებს სპიკერების ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან. კონცეპტ შეხვედრებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია: https://www.conceptevents.ge *გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეხვედრაზე დასწრების რაოდენობა შეზღუდულია. მისამართი: "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)