08:49 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 23:21:06, 445 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე - სიახლე ძალაში რამდენიმე დღეში შევა, მანამდე კი არცერთი ონკოლოგიური პაციენტისთვის პრობლემა არ იქნება პროგრამული მედიკამენტების მიღება

უახლოეს მომავალში, რამდენიმე დღეში შესაბამისი ნორმატიული აქტი ამოქმედდება და სიახლე ძალაში შევა. მანამდე კი არცერთი ონკოლოგიური პაციენტისთვის პრობლემა არ იქნება პროგრამული მედიკამენტების მიღება. თუ ვინმეს მსგავს საკითხთან დაკავშირებით ექნება კითხვა, მზად ვართ, სრული მომსახურება გავუწიოთ და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პროგრამული ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცვლილების მიხედვით, აღნიშნული პრეპარატები 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი და პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით მკურნალობის სრული კურსი ლიმიტის გარეშე დაფინანსდება.

მიხეილ სარჯველაძემ სახლის მიზნებზეც ისაუბრა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უწყებამ გადაწყვეტილება პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

„ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბევრი პაციენტისთვის ეს იყო ობიექტურად შემაფერხებელი ფაქტორი გარკვეულ დაფინანსების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ჰქონდა ალტერნატიული შესაძლებლობები, კონკრეტული ფორმით დაკმაყოფილებულიყო მათი მოთხოვნები, ბევრი პაციენტისთვის ეს იყო შემაწუხებელი, მათ შორის – ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან მედიკამენტების ღირებულება გამოსულიყო. ხმამაღლა ვიტყვი, რომ, პრაქტიკულად, არცერთი პაციენტისთვის 25 000-ლარიანი ლიმიტის არსებობა, მკურნალობასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, დაბრკოლება არ გახდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა პროგრამული მედიკამენტების მარაგებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებზე არანაირი დეფიციტი არ არსებობს და ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად არასწორი, გაზვიადებული ინფორმაცია ვრცელდება.

„იმ მედიკამენტებზე, რაც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული, არავითარი დეფიციტი არ არსებობს. სამინისტრო განაგრძობს მუშაობას, რომ დეფიციტი მომავალშიც არ შეიქმნას. უწყება ინფორმირებულია და მუშაობს იმ ნაკლოვანებებზე, რაც შესაძლოა, კომუნიკაციის თვალსაზრისით, ლოგისტიკის კუთხით არსებობდეს. ლოგისტიკაში ვგულისხმობ მარაგებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად გავრცელებასა და მიწოდებას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics