|
2024-04-10 19:56:38, 869 ნახვა
საზოგადოება
თბილისში პირველი საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი - Touch RGB გაიმართება
Touch Plarform-ის ორგანიზებით, 11 აპრილს საქართველოში პირველი საერთაშორისო დიზაინ ფესტივალი - Touch RGB-ს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქის მერიის პროგრამის - „თბილისი - იუნესკო-ს მედია ხელოვნების ქალაქი“ მხარდაჭერით, 11-14 აპრილს, TEC-ის ისტორიულ პავილიონში, OUCHHH-ის მსოფლიოში ცნობილი იმერსიული ინსტალაცია - „ადამიანის უჯრედების ატლასი“ (THE HUMAN CELL ATLAS) იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ინსტალაცია ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა სივრცითი ფერწერის შედეგად შექმნილი ადამიანის უჯრედების ვიზუალიზაციაა. "საქართველოში პირველ საერთაშორისო დიზაინ ფესტივალს სამი ძირითადი თემა აქვს: UI/UX დიზაინი, გენერირებული დიზაინი - (კრეატივი, AI, ახალი მედიები), იმერსიული გამოცდილებები. ღონისძიება დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, სამუშაო შეხვედრებით და სხვადასხვა გართობი აქტივობით. ფესტივალის მიზანია, აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობების განვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციაში შეუწყოს ხელი. ღონისძიებას გაუძღვებიან: MUSHO-ს დამფუძნებელი, Awwwards-ის ჟიურის პრეზიდენტი და Tekonauten-ის დამფუძნებელი, Nefflix - პროდუქტის წამყვანი დიზაინერი, Pentagram - კრეატიული დირექტორი: SJE-ის დამფუძნებელი, UX ტრენერი და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ OUCHHH სტუდიამ შექმნა, დაახლოებით, 75 საჯარო ხელოვნების პროექტი ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ტოკიო, ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, მექსიკა, სიეტლი, ჩიკაგო, მაიამი, აბუ დაბი, მილანი, პარიზი, მელბურნი, შანხაი, პეკინი, ვაშინგტონი, მონრეალი, სან პაულო, სეული, რომი, ჰონგ კონგი, ჯაკარტა, სინგაპური, ლონდონი, ბარსელონა, ბერლინი, დუბაი და ა.შ. სტუდიის ნამუშევრებმა მსოფლიო აღიარება და საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი ჯილდო მიიღო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)