|
2024-04-10 14:38:17, 403 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჩვენი ქვეყნის დასანქცირების მიზეზი არ არსებობს - ეს შანტაჟი და მუქარაა
საქართველოს დასანქცირების არანაირი მიზეზი არ არსებობს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ობრაიენის განცხადებას ეხებოდა. კალაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე ოპონენტებისგან „საფუძვლიანი არგუმენტები" ვერ მოისმინა. „ჯერ ერთი, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა. ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა - ასე შევაფასებდი. რა აქვს კანონს პრობლემა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრებასთან, სამართლიანობასთან დაკავშირებით? ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რაზეც დგას ევროპა. რას უშლის ხელს გამჭვირვალობა და აღნიშნული კანონი? ამდენი ხანია, ვერანაირი განმარტება ვერ მოვისმინე. ერთადერთი, რა შეფასებასაც ვისმენ, არის „რუსული“. ამაზე დიდი სიდებილე და უაზრობა არ ვიცი. ვერანაირი არგუმენტაცია ვერ მოვისმინე, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა“,- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებებიც ასევე ორმაგ სტანდარტს შეიცავს. „კანონპროექტის ერთადერთი მოთხოვნა არის გამჭვირვალობა. ცხადია, რომ მათ არ სურთ კანონის მიღება იმიტომ, რომ გამჭვირვალობა არ არის მისაღები მათთვის. კონკრეტული ევროპარლამენტარები ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან. მათ ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი იყოს მალული, იმიტომ, რომ ე.წ. დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ რევოლუციას, პოლარიზაციის გაღრმავებას. ერთი მხრივ, ხელისუფლებას მოგვიწოდებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა შევამციროთ პოლარიზაცია, უნდა შევამციროთ დაპირისპირება და დავათბოთ ურთიერთობები, მეორე მხრივ კი, აფინანსებენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც გადასულები არიან შეურაცხყოფაზე, პოლარიზაციის გაღვივებაზე, სიბინძურეზე. თუ კი რამე ბოროტება არსებობს, თუ კი რამე ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოს, ამას აფინანსებენ და არ უნდათ, ეს გახდეს თვალსაჩინო და საჯარო ყველასთვის. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და ამას გვიფუთავენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ის სამარცხვინო განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა ევროპა, მაგრამ გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც დგას სამართლიანობაზე, იმ პრინციპებზე, რომელიც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია - ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებების დაცვა - ეს ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფეხქვეშ იყო გათელილი და ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დღეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვესაუბრებიან, მაშინ გვაჯერებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილი იყო „დემოკრატიის შუქურა“,- განაცხადა კალაძემ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა პუტინის, სი ძინპინისა და ტრამპის შეხვედრა 19 ნოემბერს
უკრაინამ როსტოვის ოლქში, ნავთობის საწყობი და ბენზინგასამართი სადგურს დაბომბა
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



