08:41 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 12:37:01, 388 ნახვა

საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი - აქტიურად ვმუშაობთ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე

ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და  საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ, კონსულმა კლერ ოლბლესმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე საქართველოს აეროპორტების  გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და ბრიტანეთის საელჩოს სავაჭრო ურთიერთობების ხელმძღვანელი ნინო გამხარაშვილი ესწრებოდნენ.

ქვრივიშვილის განცხადებით, ორივე მხარე აქტიურად, კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებაზე.

„შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ როგორც ბრიტანეთის საელჩო, ასევე ჩვენი სამინისტრო  ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აქტიურად ვიყოთ  ჩართულები ამ მოლაპარაკების პროცესში და შესაბამისად, დავგეგმეთ საერთო აქტივობები. ჩვენ გვაქვს აქტიური, მიმდინარე მოლაპარაკებები პარტნიორ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მათ დაიწყონ პირდაპირი ფრენები ლონდონიდან თბილისის მიმართულებით. ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა უახლოეს დღეებში  პოტენციურ, პარტნიორ ავიაკომპანიასთან ერთობლივი კომუნიკაცია",- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, საკმაოდ მზარდია ტურისტული ნაკადები ბრიტანეთიდან - საქართველოს ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც აისახება ვიზიტორების ზრდაზეც.

გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბრიტანული ავიაკომპანიებისგან გაზრდილია ინტერესი საქართველოში ოპერირებაზე, რაც ქმნის მნიშვნელოვან პირობებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics