|
2024-04-10 12:28:35, 356 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები ეწყობა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტერიტორიაზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები ეწყობა, რომელიც ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. „გასულ წელს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის ნაწილის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ - ჩამოწმენდა, გამაგრება, მოწესრიგება და შეფუთვა შესაბამისი მასალით. მაშინვე ვთქვით, რომ აღნიშნული სამუშაოები ფერდის დანარჩენ ნაწილშიც განხორციელდებოდა. რამდენიმე დღეა ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობა დავიწყეთ. პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)