|
2024-04-10 12:22:44, 288 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 13 აპრილიდან გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება
13 აპრილიდან 18-მეტრიანი ავტობუსების ხაზებზე გაშვების შედეგად გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება, რაც ტრანსპორტის მოცდის დროს შეამცირებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა ავტობუსების ჩანაცვლება, განახლება, დამატება, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანპორტი ყველაზე კომფორტული გავხადოთ. როგორც იცით, 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც შემოვიდა, გადანაწილდა სხვადასხვა მარშრუტზე. პირველ რიგში, ავიღეთ ის მიმართულებები, სადაც ყველაზე მეტი მგზავრთნაკადია და ყველაზე მეტად საჭიროებდა ავტობუსების დამატებას. 13 აპრილიდან გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება, რომლის შედეგადაც, N304 მარშრუტზე მოცდის დრო შემცირდება 15 წუთამდე, N307-ზე -12 წუთამდე, N311-ზე - 14 წუთამდე, N315-ზე - 15 წუთამდე, N339-ზე - 6 წუთამდე, N351-ზე - 10 წუთამდე, ხოლო N385-ზე - 10 წუთამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქალაქში დამატებითი ავტობუსები შემოვლენ, გამოთავისუფლებული რესურსის გადანაწილების პროცესი გაგრძელდება. „ველოდებით დამატებითი ავტობუსების ეტაპობრივად შემოსვლას, გამოთავისუფლებული ავტობუსები კი სხვადასხვა მარშრუტს დაემატება, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ. ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო სწრაფი და კომფორტული გავხადოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას სტატისტიკური მონაცემებიც წარუდგინა. „2018 წელთან შედარებით, ხაზზე მომუშავე ავტობუსების რაოდენობა დღეის მდგომარეობით, გაიზარდა 27%-ით, ხოლო მგზავრთ ტევადობა - 65%-ით (21000 მგზავრით). ვფიქრობ, ამ პოლიტიკით შევძლებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ მგზავრთნაკადი. განხორციელებული ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე თვალსაჩინოა. მაგალითად, 1-ელ აპრილს დაფიქსირდა ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი - 600 ათასი მგზავრი და ეს მონაცემები პროექტის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)