|
2024-04-10 11:53:23, 305 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - იმედი მაქვს, გერმანიაში, ჩვენი ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავა
თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ გერმანიის ქალაქებში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩებს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება. კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნას და ბილეთების ფიქსირებული, დაბალი ტარიფის შეთავაზებას ეხება. „როგორც იცით, ზაფხულში დაგეგმილია ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშები. მთელი საქართველო ელოდება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რასაც ამდენი წელია ველოდებოდით. რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს უნდა გერმანიაში გამგზავრება, რომ ნაკრებს უგულშემატკივროს. მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნის შესახებ, რაც ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობას მისცეს, ჩავიდეს და სტადიონზე დაესწროს თამაშებს. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან მოქალაქეები შეძლებენ, ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ “, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას ფრენებისა და ტარიფების შესახებ ცენტრალური ხელისუფლება გაავრცელებს. „როგორც ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და დამატებით ინფორმაციას ცენტრალური ხელისუფლება გაავრცელებს. იმედი მაქვს, რომ გერმანიის ქალაქებში, სადაც ჩვენი ნაკრების შეხვედრები გაიმართება, ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავა და გვექნება შესაძლებლობა, ეროვნულ ნაკრებს ერთად ვუგულშემატკივროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)