|
2024-04-09 11:14:35, 355 ნახვა
საზოგადოება
თალაკვაძე - ეროვნულმა ბანკმა ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე 500 მლნ აშშ-ის დოლარის, 7 ტონა უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო შეიძინა და ჩვენი ქვეყნის რეზერვებს დაამატა
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნულმა ბანკმა, ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე 500 მლნ აშშ-ის დოლარის, 7 ტონა უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო შეიძინა და ჩვენი ქვეყნის რეზერვებს დაამატა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან ერთად, ეს არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი, რომ დღეს, ქვეყანას აქვს უფრო ძლიერი ეკონომიკა, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. მისივე თქმით, მონეტარული ოქროს რეზერვი ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია ეკონომიკური რყევების და ინფლაციის დასაბალანსებლად, ასევე ვალუტის სტაბილურობის და ინვესტორთა მეტი ნდობის მოსაპოვებლად. “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნულმა ბანკმა, ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე 500 მლნ აშშ-ის დოლარის, 7 ტონა უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო შეიძინა და ჩვენი ქვეყნის რეზერვებს დაამატა. ბოლო წლებში, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან ერთად, ეს არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი, რომ დღეს, ქვეყანას აქვს უფრო ძლიერი ეკონომიკა, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ხელისუფლების სწორმა ეკონომიკურმა და უსაფრთხოების პოლიტიკამ, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს აქტივების დამატების ისტორიული შესაძლებლობა მისცა. მონეტარული ოქროს რეზერვი ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია ეკონომიკური რყევების და ინფლაციის დასაბალანსებლად, ასევე ვალუტის სტაბილურობის და ინვესტორთა მეტი ნდობის მოსაპოვებლად. უკანასკნელ წლებში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებში ოქროს მოცულობა იზრდება, რადგან ოქრო განიხილება, როგორც უსაფრთხო აქტივი და დივერსიფიკაციის საუკეთესო საშუალება ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს. ბოლო მონაცემებით, 2023 წელს ოქროს რეზერვების მოცულობა მსოფლიოს წამყვან ბანკებში 1.3%-ით გაიზარდა. ოქროს საერთაშორისო რეზერვების მეოთხედს ანუ 25.4% აშშ-ი ფლობს; გერმანია - 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი - 7.6%-ს. წარმატებები ჩვენს ქვეყანას!”- წერს არჩილ თალაკვაძე.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)