|
2024-04-08 16:18:15, 385 ნახვა
საზოგადოება
საბაჟო დეპარტამენტს ახალი ოთხფეხა მცველები შეემატნენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ახალი ოთხფეხა მცველები შეემატნენ (4 გერმანული ნაგაზის ჯიშის ძაღლი - რენე, ენცო, მია, ჰანსი და 4 ბელგიური ჯიშის ძაღლი - სტელლა, მო, დიჯი, ჰანნა). ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, კინოლოგიის სამსახური, რომელიც უწყებაში 2014 წელს ჩამოყალიბდა შექმნის დღიდან, აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან, რათა სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილების გაზიარებით მოხდეს მაქსიმალურად ეფექტური კინოლოგ-ოფიცერთა გუნდის შექმნა. მიმდინარე წლის ზაფხულში კინოლოგიის ცენტრი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. "საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ- ოფიცრები და ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ასევე მათი პრეკურსორებისა და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 31 ძაღლი ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კინოლოგიის ცენტრი ყოველწლიურად უფრო და უფრო ვითარდება და სამსახურებრივი ძაღლებისთვის ახალი კეთილმოწყობილი სივრცეები შენდება. საპროექტო სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - „წითელი ხიდი“ და „სადახლო-საავტომობილო“ ძაღლებისთვის განკუთვნილი ვოლიერები და ინფრასტუქტურა, სადაც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ სამსახურებრივ მოვალეობას და იცავენ საბაჟო საზღვარს. სწორედ, მათ უკავშირდებათ არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებებისა და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენა. უდიდესი მადლობა მათ ერთგული სამსახურისთვის!"- ნთქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)