|
2024-04-08 10:54:15, 364 ნახვა
საზოგადოება
სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მარტის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 111 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 111 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 10 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 4 - მცხეთა-მთიანეთის, 35 - ქვემო ქართლის, 18 - შიდა ქართლის, 4 - სამცხე-ჯავახეთის, 18 - გურიის, 17 - იმერეთის, ხოლო 5 კანონდარღვევის ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლინდა. „სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნილია შესაბამის უწყებებში. მიმდინარე წლის მარტის თვეში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65,115 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. 2024 წლის იანვარიდან მარტის თვის ბოლომდე პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტია გამოვლენილი, „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 232,349 კუბური მეტრი შეადგინა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)