|
2024-04-03 19:15:38, 442 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც ცვლილებები შედის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონსა და თანმდევ კანონებში. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები სხვა პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცველის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახისთვის დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი. კომპენსაცია, ასევე, გაეზრდებათ, ყოფილ მოსამართლეებს, ყოფილ პროკურორებს, ყოფილ პარლამენტარებსა და პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ მოსამსახურეებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეებს. ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (რიგითი - ზემდეგი) – 5 ლარი, ნაცვლად 2 ლარისა; ანალოგიურად იზრდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშების ოდენობა. ამასთან, ცვლილების შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს ნამსახურების ვადაში დამატებით ჩაეთვლებათ 2005–2015 წლებში მუნიციპალიტეტის ორგანოებში წოდების გარეშე ნამსახურების პერიოდი. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო განხილვების შედეგად, კანონპროექტში გათვალისწინებულ იქნა ინდექსაციის საკითხი, რომლის თანახმადაც 2025 წლის 1 იანვრიდან კომპენსაციის ზედა ზღვარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით ყოველწლიურად დაექვემდებარება ინდექსაციას, ისევე, როგორც ეს გათვალისწინებულია პენსიის მიმღები სხვა ყველა პირისთვის.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)