16:31 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 14:55:50, 356 ნახვა

საზოგადოება
კალაძის განცხადებით, კონკურსში - „ქუჩის ხელოვნება“ მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადებების მიღება იწყება

თბილისის მერია კონკურსში - „ქუჩის ხელოვნება“ (ე.წ. სტრიტ არტი) მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადებების მიღებას იწყებს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განცხადებების მიღება 30 აპრილამდე გაგრძელდება, ხოლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე - tbilisi.gov.ge შესაძლებელი.

„ბოლო ხანს, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქუჩის ხელოვნება, ე.წ. სტრიტ არტი. ხელოვნების ამ მიმართულებამ დროთა განმავლობაში ვანდალური და აკრძალული ქმედებების სტატუსს თავი მეტ-ნაკლებად დააღწია და თვითგამოხატვისა და თავისუფლების სიმბოლოდ, ამასთან, საინტერესო კულტურული ღირებულების მქონე თანამედროვე ატრაქციად იქცა, რაშიც დედაქალაქის მერია ჩართულია -  მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების განვითარებას, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რათა გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი და შევძლოთ კონკრეტული არეალების ასეთი ნამუშევრებით მოხატვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დედაქალაქში 100-მდე ასეთი ნამუშევარი შეიქმნა და თბილისის მერია თითქმის ყოველთვის ქუჩის ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების მონაწილეა.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს დაფუძნდა ბერლინის „მურალ ფესტის“ ანალოგი „თბილისის მურალ ფესტი“, რომლის ფარგლებშიც უკვე მოიხატა 30-მდე კედელი, წელს კი დედაქალაქის სხვადასხვა უბანში კიდევ 10-მდე კედლის მოხატვაა დაგეგმილი.

„ასევე, თბილისის მერიისა და ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ თანამშრომლობა უკვე რამდენიმე ნაყოფიერ წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, „ნიკოს“ ეგიდით, დედაქალაქის სხვადასხვა უბანს შეემატა 50-ზე მეტი ნამუშევარი. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში ცნობილი უცხოელი და ქართველი არტისტები, რაც ნამუშევრებს განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს. ასევე, სხვადასხვა ჯგუფების ინიციატივით, შარშან მოიხატა სამხატვრო აკადემიის კედელი, გაჩნდა საინტერესო ნამუშევრები ბუდაპეშტის ქუჩაზე და სხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics