|
2024-04-03 14:40:23, 425 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სამუშაოების შესყიდვის მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს
12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის მიზნით, კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სამუშაოების შესყიდვის მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერში მონაწილეობის სურვილი 11-მა საერთაშორისო კომპანიამ და კომპანიათა გაერთიანებამ დააფიქსირა. „არაერთხელ გვისაუბრია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით დაგეგმილია 12 მეტროსადგურის განახლება-რეაბილიტაცია. ამ პროექტის განსახორციელებლად, ჯამში, დაახლოებით, 55 მლნ ევრო გამოიყოფა. სრულად განახლდება 12 მეტროსადგურის ინტერიერი; შეიცვლება სამი და მოდერნიზდება 30 ესკალატორი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გაუმჯობესდება მეტროსადგურების ხელმისაწვდომობა; განახლდება სადრენაჟე, ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, მგზავრთა საინფორმაციო და სატელეფონო კავშირის სისტემები; შეიცვლება ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო და მართვის პანელები; მომზადდება პროექტები დანარჩენი მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მიმდინარე ტენდერის ამ ეტაპზე ფასდება ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, რათა შედგეს ე.წ. მოკლე სია (Short list) და ტენდერი მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, რომელიც ფინანსური წინადადებების განხილვასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას გულისხმობს. „გამარჯვებული კომპანიის მიერ კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, გამოცხადდება კიდევ ერთი ტენდერი დეტალურ პროექტირებასა და სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე. ამ ტენდერის გამოცხადებას წლის ბოლოსთვის ვვარაუდობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)