|
2024-04-02 12:20:09, 412 ნახვა
საზოგადოება
გაიცანი „თიბისი კაპიტალის“ სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ გამარჯვებულები
"თიბისი კაპიტალის" სტუდენტური პროგრამის - "კემპის" მე-5 ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია. პირველი ადგილი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა - გვანცა ხახიაშვილმა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა - ლუკა სოფრომაძემ, მეორე საპრიზო ადგილი კი, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტმა - ელენე ბეჟანიძემ და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა - გიგი მიშელაძემ დაიკავეს. ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს, სპეციალური ჯილდო - S&P 500-ის ფონდი გადაეცათ. პროექტმა წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 22 უნივერსიტეტი და III-IV კურსის 215 სტუდენტი გააერთიანა. სტუდენტებმა, პროექტის განმავლობაში, სხვადასხვა დავალებაზე იმუშავეს. ფინალური ეტაპზე კი, ფინალისტებმა, "თიბისი კაპიტალის" გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, ჯგუფური პროექტები წარადგინეს. "პროექტის ფინალში, სულ რაღაც 4 საათში უნდა მოგვეხერხებინა მე და ჩემს მეწყვილეს ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთის უნარებისა და ძლიერი მხარეების გაგება, დავალებების სწორად განაწილება და შესრულება. გამარჯვებისგან შორს არ ვიყავით, თუმცა, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა შედეგი", - აცხადებს გვანცა ხახიაშვილი, პროექტის გამარჯვებული. "უნივერსიტეტში ჩაბარებიდან, მალევე გავიგე "თიბისი კემპის" შესახებ. მახსოვს, როგორ ელოდებოდნენ უფროსკურსელები მის დაწყებას. პროექტმა შესაძლებლობა მომცა, ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მზად ვიყავი საინვესტიციო სფეროს მიმართულებით ნაბიჯი გადამედგა. ყველაზე საინტერესო და ყველაზე დიდი გამოწვევაც ფინალური ეტაპი იყო. 4 საათში ჩვენ არამარტო პრეზენტირებისა და ანალიტიკის, არამედ გუნდურობის, დროის განაწილების და სხვა უამრავი უნარიც უნდა გამოგვეჩინა", - ამბობს ლუკა სოფრომაძე, პროექტის გამარჯვებული. "რაც ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სულ მინდოდა, ჩემი ძალები საინვესტიციო სფეროში მომესინჯა. თუმცა, იმის გამო, რომ ეს სფერო საქართველოში ჯერ კიდევ ახლა ვითარდება, არ მეგონა, რომ ამ მიმართულებით სტუდენტურ პროგრამას ვიპოვიდი. კემპში ყველაზე საინტერესო რეალურ და აქტუალურ ქეისებზე დაფუძნებული დავალებები იყო. მუშაობის პროცესში უამრავი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გაანალიზება გვიწევდა, რამაც საშუალება მოგვცა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა და ჩვენი უნარები გამოგვეცადა", - აცხადებს ელენე ბეჟანიძე, პროექტის გამარჯვებული. "სფეროს დინამიკურობიდან გამომდინარე, საინვესტიციო საბანკო საქმიანობით და ფინანსებით, დიდი ხანია დაინტერესებული ვარ. "თიბისი კემპმა" საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვის საშუალება მომცა. ყველაზე საინტერესოდ ფინალური ეტაპი მახსენდება, სადაც მთავარი ამოცანა 4 საათში უცხო ადამიანთან სინერგიის პოვნა და ისეთი გუნდის შექმნა იყო, რომელიც დამაჯერებლად წარადგენდა პრეზენტაციას", - ამბობს გიგი მიშელაძე, პროექტის გამარჯვებული. "კემპი "თიბისისთვის" ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება. გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარული ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის წინა სეზონების გამორჩეული მონაწილეები დღეს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და პუბლიკაციების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ", - აცხადებს მერი ჩაჩანიძე, "თიბისი კაპიტალის" მმართველი დირექტორი.
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



