|
2024-04-02 11:53:18, 399 ნახვა
საზოგადოება
Mastcercard-ის და Pay.ge-ს აქცია - გადაიხადე საკომისიოს გარეშე
"ლიბერთის" ონლაინ გადახდების პლატფორმა Pay.ge და Mastercard უკვე ტრადიციად ქცეული აქციით ბრუნდებიან - 2 აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით Pay.ge -ზე გადახდა განხორციელდება საკომისიოს გარეშე. წელს, ამ აქციას განსაკუთრებული სიახლე დაემატა: კომუნალურების, ინტერნეტის და მობილური კავშირის გადასახადების დაფარვას საკომისიოს გარეშე შეძლებენ მომხმარებლები არა მხოლოდ ნებისმიერი ქართული, არამედ უცხოური Mastercard- ის ბარათითაც. „Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში გასულ წელს, მომხმარებლებს შევთავაზეთ Pay.ge-დან ნებისმიერი სერვისის გადახდა ნულოვანი საკომისიოთი. მომხმარებლებისგან პოზიტიური უკუკავშირის მიღების შემდეგ, გადავწყვიტეთ კამპანიის განახლება და დღეიდან, PAY.GE-ის ყველა სერვისზე, შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით გადახდა საკომისიოს გარეშე. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ მომხმარებლებისთვის მომსახურების მიღების პროცესი ყველა არხში. ” - განაცხადა დავით მესხიძემ, ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელმა. “Mastercard, როგორც ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, ხელს უწყობს უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას. მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ მომხმარებლებისთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესო აქციას Pay.ge-სთან ერთად და ხელს ვუწყობთ Mastercard-ის ქართული და უცხოური ბარათების მფლობელებს, მარტივად და სწრაფად, თანაც საკომისიოს გარეშე გადაიხადონ ნებისმიერი გადასახადი ონლაინ სივრცეში”, - აღნიშნავს დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)