|
2024-04-02 10:59:48, 405 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ კამპანია - სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე
ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით და მასთან თანამშრომლობით "თიბისი" პირველი კომპანიაა, რომელმაც გადაამუშავა სარეკლამო ბანერები. გარემოზე ზრუნვის მიზნით, დაძველებულ სარეკლამო ბანერებს, ახალი ფუნქცია შესძინა და მათგან პრაქტიკული ნივთები - ლეპტოპი და ზურგჩანთები შექმნა. "თიბისი", როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, აცნობიერებს პასუხისმგებლობას, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებაზე. სარეკლამო მასალების გადამუშავების ინიციატივაც მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. "თიბისიმ", 2023 წელს რაგბის მსოფლიო თასს მასშტაბური მხარდასაჭერი კამპანია, „ერთად გავიმარჯვებთ“ მიუძღვნა, რომლის ფარგლებში ვიდეორგოლთან, რაგბის მატჩების საჯარო ჩვენებებთან და სხვა მრავალ აქტივობებთან ერთად შექმნა სარეკლამო ბანერების სერია. ახლა ისინი გადამუშავდა და ზურგჩანთებად გადაიქცა. პროექტის პარტნიორია კომპანია „ალმა“. „ერთად გავიმარჯვებთ“ პირველი კამპანიაა, რომლის ფარგლებშიც სარეკლამო ბანერები გადამუშავდა. "თიბისი" გეგმავს, რომ გამოყენებული სარეკლამო ბანერებით, ახალი პროდუქციის შექმნა ტრადიციად აქციოს და მათგან ლამაზი და პრაქტიკული ნივთები შექმნას.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)