|
2024-03-29 15:09:13, 768 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - სტაჟირების პროგრამა წელსვე უნდა ამოქმედდეს და 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული
სტაჟირების პროგრამის ძირითად მონახაზზე უკვე გვქონდა საუბარი. საპილოტე რეჟიმში წელსვე უნდა ამოქმედდეს ეს პროგრამა, 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული სტაჟირებაზე, პროგრამის ფარგლებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, პროგრამის ფარგლებში მთავრობა ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ისე კერძო სექტორთან. "ჩვენი წარმოდგენით, დაახლოებით, 4-თვიანი უნდა იყოს ეს პროგრამა და კურსდამთავრებულები მიღებულნი იქნებიან სტაჟირების პროგრამაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. ასევე, ჩვენ გვექნება თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რაც განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის და ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან, რათა ზოგადად, კერძო სტრუქტურებში იყოს უზრუნველყოფილი კურსდამთავრებულების მიღება. ამ პროგრამის მთავარი ამოცანა არის ის, რომ კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში. ეს არის მთავარი ამოცანა. პარლამენტმა მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით კანონი ჯერ კიდევ შარშან და სწორედ ამ კანონის საფუძველზე. წელს მთავრობამ დააანონსა ეს ახალი პროგრამა",- განაცხადა პრემიერმა.
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)