00:13 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 18:10:05, 891 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში

ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, მივცემთ საშუალებას ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლოვანი კულტურების მოყვანით, აიღონ სესხი ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად; დავაფინანსებთ 1 წლის განმავლობაში 9%-ის  ოდენობით საპროცენტო განაკვეთს;  სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100,000 ლარი. მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის  საჭირო ხარჯების დაფინანსებაში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მეშვეობით, სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს დაეხმარება ერთწლოვანი კულტურების - ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფარვაში მცენარის მოვლისა და მოყვანის ყველა ეტაპზე; ეს იქნება სათესი და სარგავი მასალის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების  შეძენა. გათვალისწინებულია მუშახელისა და  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, ასევე  გამოყენებული საწვავის ხარჯი.

"მინისტრმა ჟურნალისტებთან მეთხილე ფერმერების მხარდაჭერის შესახებაც გააკეთა განცხადება. აღსანიშნავია, რომ თხილის პირველადი წარმოების ქვეკომპონენტში ფინანსდება 3 ჰა მეტი ფართობის თხილის ბაღებში მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი, 1 ჰა-ზე არაუმეტეს 3000 ლარი; სესხის მოცულობა 5 000-დან მაქსიმალური თანხა 300 000 ლარი, თანადაფინანსების ვადაა 12 თვე, თანადაფინანსების პროცენტი - 8%", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics