01:11 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-26 14:08:30, 541 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანმა სლოვაკ დიპლომატებს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან, მატუს ბუსოვსკისთან და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ მილან შინტაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში გაწეულ კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება.

"მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებიც მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics