|
2024-03-26 11:24:00, 977 ნახვა
საზოგადოება
7 მარტივი ხერხი „თიბისის“ ციფრულ ბანკში ფინანსური უსაფრთხოებისთვის
განაახლე "თიბისის ციფრული ბანკი საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო ციფრულ ბანკში, არის აპლიკაციის განახლება, რა დროსაც ახლდება უსაფრთხოების სისტემაც. შესაბამისად, რაც უფრო ახალი ვერსია გექნება, მით უფრო დაცული იქნები. დააყენე ძლიერი პაროლი აპლიკაციაში შესასვლელად ყველა მომხმარებელს სჭირდება პაროლი. პაროლთან ერთად, დამატებით ექვსნიშნა პასკოდსაც ვიყენებთ აპლიკაციაში შესასვლელად. მნიშვნელოვანია, რომ პაროლის შექმნისას გაითვალისწინო:
დააყენე face id / touch id იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიმარტივო შენს ფინანსებთან წვდომა და ამავდროულად დაიცვა უსაფრთხოება, გაიაქტიურე Face ID/Touch ID. ეს დამატებითი საფეხური გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო დაცული იყოს შენი ანგარიშები. აარჩიე სანდო მოწყობილობა დამატებითი უსაფრთხოებისთვის ბანკი იყენებს ერთჯერად sms-ებს შეტყობინებას აპლიკაციაში შესასვლელად (ე.წ. OTP კოდს), სხვადასხვა ტრანზაქციების შესასრულებლად, პინკოდის გასაახლებლად და ბარათის დეტალების შესამოწმებლად. თუ ფიქრობ, რომ ძლიერი პასკოდი გაქვს, როგორც ტელეფონზე, ასევე მობაილბანკის აპლიკაციაში და გააქტიურებული გაქვს Face ID ან Touch ID, შეგიძლია გახადო მოწყობილობა სანდო. შედეგად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებას შეასრულებ მოკლე ტექსტური შეტყობინების გარეშე, რითაც გაიმარტივებ ციფრული ბანკის მოხმარებას. დაბლოკე დაკარგული ბარათი ციფრული ბანკიდან ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, მარტივად შეძლებ მის დაბლოკვას ციფრული ბანკის მეშვეობით. უბრალოდ შედი მთავარ გვერდზე, აირჩიე ბარათი, რომელიც დაკარგე და დააჭირე ბოქლომის ღილაკს. შეცვალე ბარათის პინ კოდი აპლიკაციიდან თუ ეჭვობ, რომ ბანკომატთან პინკოდის გამოყენებისას ვინმემ შენიშნა შენი კოდი, შეგიძლია მარტივად განაახლო აპლიკაციის საშუალებით. უბრალოდ გადადი ბარათის გვერდზე, დააჭირე პინკოდის განახლებას და sms-ის სახით ახალს მიიღებ. კარგად შეამოწმე დეტალები გადარიცხვამდე ხშირად დაფიქსირებულა შემთხევევა, როცა თანხის გადარიცხვისას შეცდომით უთითებენ მომხმარებლები მიმღების მონაცემებს. სწორედ ამისთვისაა განკუთვნილი გადარიცხვის შემაჯამებელი გვერდი, რათა კარგად გადაამოწმო ტრანზაქციის დეტალები. გადმოწერე ციფრული ბანკი და გაგვიზიარე უკუკავშირი, კიდევ რას ისურვებდი ციფრულ ბანკში.
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



