|
2024-03-23 23:38:41, 660 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში ქართველი მებრძოლი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე თენგიზ ჭანია დაიღუპა
უკრაინაში, ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე მიმდინარე შეტაკებებში გმირულად დაეცა კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი მებრძოლი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი თენგიზ ჭანია, იგივე "ჭანო". "ჭანო" ამ მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 'აზოვის" მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა, ის სხვა თანამებრძოლებთან ერთად იერიშში მონაწილეობდა. მეგობრების თქმით, მტრის მიერ დაკავებულ პოზიციებზე შტურმის დაწყებისთანავე "ჭანო" ოკუპანტთა სანგარში ჩახტა, მყისიერი ცეცხლით გაანეიტრალა ოთხი ოკუპანტი, პოზიციები დაიკავა, თუმცა რამდენიმე წუთში ოკუპანტთა შვეულმფრენის მიერ გაშვებული უმართავი რეაქტიული რაკეტები (НУРС) რაკეტები სანგართან აფეთქდა - ისინი ოკუპანტებმა უკვე დაკარგული პოზიციის მიმართულებით გაისროლეს. სწორედ ამ დროს დაიღუპა თენგო ჭანია. ადგილზე მიმდინარე გამალებული შეტაკებების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება თენგო ჭანიას ცხედრის გამოტანა ბრძოლის ველიდან - მისი მეგობრები და თანამებრძოლები ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს მისია შეასრულონ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)