07:47 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 16:35:59, 866 ნახვა

საზოგადოება
მე-4 ქვეითი ბრიგადა ფრენბურთის ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ფრენბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალში თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადისა და მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ.

გამარჯვება მე-4 ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, მე-2 ქვეითი ბრიგადის გუნდი მეორე ადგილს დასჯერდა, ხოლო მესამე ადგილზე მე-5 საარტილერიო ბრიგადა გავიდა. 

ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრმა გადასცა. სამივე ადგილზე გასული გუნდების წევრები მედლებით დაჯილდოვდნენ; დასახელდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებიც, რომელთაც საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს. 

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ტურნირი ფრენბურთში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში თავდაცვის ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის, დასავლეთისა და განათლების სარდლობების, ასევე ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის ეროვნული აკადემიის გუნდები მონაწილეობდნენ.

სამხედროებს შორის გამართული სპორტული აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ კუთხით უწყებაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები ყოველწლიურად ტარდება.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics