|
2024-03-22 14:22:35, 500 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - საინტერესოა არასამთავრობოების მხრიდან იყოს გაჟღერებული, ვისგან ფინანსდებიან და რა პროექტები ფინანსდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ინფორმირებული იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მედიის შეკითხვაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭირვალობას ეხებოდა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა პარლამენტში შარშან ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც სწორედ აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას ისახავდა მიზნად. „გამჭირვალობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ის, რასაც მოითხოვენ პოლიტიკოსებისგან, კონკრეტული სამინისტროებისგან, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, საინტერესოა არასამთავრობოების მხრიდან იყოს გაჟღერებული, ვისგან ფინანსდებიან, რა პროექტები ფინანსდება და ა.შ. სხვათა შორის, ინიცირებული კანონი, რომელიც იყო ერთი-ერთში FARA-ს მსგავსი, შენიღბეს რუსულ კანონად, რასთანაც მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ეს იყო შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია მიეღო, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელი ქვეყნიდან ფინანსდებოდა, რა პროექტები ფინანსდებოდა, ვინ იყვნენ ის ადამიანები და ის ქვეყნები, რომლებიც ეკლესიისა და სარწმუნოების წინააღმდეგ აფინანსებდნენ და ა.შ. ეს არ მოისურვეს და თუ რატომ, ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. კითხვაზე, რას ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები, რომელიც აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ეს ქვეყნის მტრობაა. „ეს არის ქვეყნის მტრობა, მეტი არაფერი, როდესაც შენ მიზანმიმართულად ავრცელებ დეზინფორმაციას, სიცრუეს. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)