07:37 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 14:15:42, 492 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560-ლარიანი ლიმიტის ნაცვლად, 1 000 ლარი იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი სამართალდამცველებისთვის პირველად, იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტი გაიზრდება 1000 ლარამდე.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის ინიციატივით, 2023 წელს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას.  კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად - საკანონმდებლო განხილვების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. მინდა დეტალურად განვმარტო, რომ 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი. ამასთან პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის, დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი. აღნიშნული ცვლილება შეეხებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახის წევრებს. მნიშვნელოვნად იზრდება პენსიის გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა ძალოვნებისთვის და მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას აღნიშნული ინიციატივისთვის.აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის  გეტყვით მადლობას“, - განაცხადა გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics