|
2024-03-20 13:21:55, 468 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - სამართალდამცველებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს
დამეთანხმებით, რომ დანაშაულის პრევენცია, მასზე ეფექტიანი რეაგირება, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი სამართალდამცველების მხრიდან ყოველდღიურად, ძალიან დიდ ძალისხმევას, დაუღალავ შრომასა და თავდადებას მოითხოვს, – ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას. მისი თქმით, 2023 წელი სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი წელი იყო. „სამართალდამცველებისთვის ღირსეული და სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა, სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი წელი იყო. ამავე წელს, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, აშენდა, გარემონტდა და ახალი ინფრასტრუქტურითა თუ ტექნიკით აღიჭურვა სხვადასხვა დანაყოფის შენობები, ასევე აქტიურად გაგრძელდა ავტოპარკის განახლება. 2023 წელსაც გავაგრძელეთ ზრუნვა თანამშრომლების პროფესიული უნარების განვითარებაზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ გასულ წელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს არაერთი მოტივირებული ახალგაზრდა შემოუერთდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)