|
2024-03-19 15:33:53, 439 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ - გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ - გახსნით ღონისძიებაში და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კონფერენციის გახსნით ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - რობინ დანიგანი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის დირექტორი - სარა რუპერტი. "ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ქალ პოლიციელად ყოფნა დიდი გამოწვევაა და საპოლიციო სისტემაში მათი როლი სულ უფრო იზრდება. მან ასევე ისაუბრა ქალი პოლიციელების როლზე გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის ელჩს საქართველოში - რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. კონფერენცია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: შევიწროება, დისკრიმინაცია, ლიდერობა, პირადი პასუხისმგებლობა, სტრესის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, გენდერთან დაკავშირებული სტერეოტიპები და სხვ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, მეთერთმეტე წელია, საქართველოში ტრადიციულად იმართება ყოველწლიური კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)