04:18 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-19 14:03:25, 471 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი შოთაძე თურქეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, ბექირ შაჰინს შეხვდა. 

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი,  საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ, ბექირ შაჰინს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ბექირ შაჰინმა, თავის მხრივ ქართველ კოლეგებს მისდამი დაქვემდებარებული უწყების საქმიანობასა და გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ირაკლი შოთაძემ, სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს.

ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics