|
2024-03-15 16:19:06, 670 ნახვა
საზოგადოება
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 15 მარტს დაიწყო და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 176 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 9875 ჰა. მათ შორის, ასპინძა - 3, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 14, ბორჯომი - 9, დმანისი - 20, წალკა - 2, მარნეული - 5, დედოფლისწყარო - 29, საგარეჯო - 4, თელავი - 3, სიღნაღი - 14, ყვარელი - 5, ახმეტა - 4, გურჯაანი - 3, ლაგოდეხი - 3, მცხეთა - 4, ყაზბეგი - 2, დუშეთი - 1, გორი - 9, კასპი - 2, ქარელი - 2, ხაშური - 4, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, ვანი - 6, ზესტაფონი -1, ჭიათურა - 2, სენაკი -2, წალენჯიხა -1, ხობი - 2, ონი - 2, ლანჩხუთი - 3. "პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტომ შეარჩია და 10 ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი 45 726 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები და განახორციელა დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება. ამ პერიოდში იჯარით გაიცა 13 446 ჰექტარი საძოვარი. მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge). მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)