05:17 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-15 13:46:13, 678 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 18 ერთეული სპეცმანქანა შეემატა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის განახლება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ავტოპარკს 18 ერთეული მანქანა შეემატა.

ახალი ტექნიკა, როგორც დასუფთავების, ისე სანიაღვრე ქსელებისა და საგზაო მონიშვნების მიმართულებით გამოიყენება.

სპეცმანქანები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ დაათვალიერა.

„აქტიურად ვაგრძელებთ ავტოპარკის განახლებას, იმისათვის, რომ დედაქალაქში ჩვენი მომსახურება და საქმიანობა ყველა მიმართულებით გაუმჯობესდეს. 18 ერთეული სპეცმანქანა გადანაწილებულია დასუფთავების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და ქონების მართვის სამსახურებზე. წლის ბოლომდე ეტაპობრივად კიდევ 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა მოგვეწოდება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

18 ერთეული სპეცმანქანის შეძენისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ ბიუჯეტიდან 3 405 949 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics