|
2024-03-15 11:41:54, 602 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აშშ-ის ელჩს უმასპინძლა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრა და საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას და რეინჯერთა საქმიანობას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საუბარი გარემოს დაცვის და დაცული ტერიტორიების მიმართულებით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ წარმატებულ და მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ,,ელჩს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა სამომავლო ინიციატივებზე, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საკითხებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს არაერთი მიმართულებით. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა პროექტებს როგორც უნიკალური ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ასევე, ეკოტურიზმის განვითარებისა და დაცული ტერიტორიების სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურთან (US Forest Service), რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს დაცულ ტერიტორიებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით. ხაზგასასმელია ხანძრის მართვის სისტემის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ხანძარსაშიშ ტერიტორიას წარმოადგენს. ამერიკის სატყეო სამსახურის დახმარებით, შემუშავდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრების მართვის გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ხანძრების მართვის ღონისძიებების განსახორციელებლად“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)