|
2024-03-13 17:06:43, 851 ნახვა
საზოგადოება
ნათია მერებაშვილმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური პროდუქციით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მიმდინარე ღონისძიების გახსნაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის კომპიუტერულ დანაშაულთან და ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასთან ბრძოლის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური პროდუქციით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართული ღონისძიება გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ნათია მერებაშვილმა ღონისძიების გახსნის ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. "გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებით, მულტიუწყებრივი და მულტიეროვნული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე სწავლებაში საქართველოს სხვადასხვა უწყებიდან სამართალდამცავები (გამომძიებელი, პროკურორი, სასაზღვრო პოლიციის ოფიცერი, საბაჟოს წარმომადგენელი), მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და მებაჟე ოფიცრები მონაწილეობენ. სემინარი ასევე შესაბამის პირებს სომხეთიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან მასპინძლობს. ორდღიანი სემინარის ფარგლებში მონაწილეები აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ექსპერტებისგან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებენ ინფორმაციას, როგორიცაა: ფალსიფიცირებული ალკოჰოლური პროდუქციის უკანონო ბაზართან ბრძოლა, მაღალი რისკის ტვირთების პრაქტიკული იდენტიფიცირება, ინტელექტუალური საკუთრების და სასაქონლო ნიშნის ხელყოფა, ონლაინ გაყიდვების გამოყენებით ჩადენილი დანაშაულის გამოძიება და სხვა. ასევე, განხილული იქნება დასავლური პრაქტიკის და სემინარში მონაწილე ქვეყნების საუკეთესო მაგალითები. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. საქართველოს პროკურატურისთვის სამეწარმეო/ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც გაგრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)