|
2024-03-12 14:13:51, 510 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელი ეწყობა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ცენტრალურ ქსელს აწყობს. მიმდინარე პროექტი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. „გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანის აგარაკებზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, რომელიც წლების განმავლობაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გარდა იმისა, რომ არ არსებობდა კომუნიკაციები, არ იყო არც საგზაო ინფრასტრუქტურა და აქედან გამომდინარე, ვერ გადაადგილდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ პროექტის განხორციელება 2018 წელს დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, 1000-მდე ოჯახი უკვე დაერთებულია ქსელზე. დღეს სამუშაოები ნეკრესის ქუჩაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, გლდანის რაიონის გამგეობა ორ დამატებით ქუჩაზე მუშაობს. სამუშაოები ზაფხულში უნდა დასრულდეს და ამ პროექტის ფარგლებში ქსელზე 400 ოჯახი დაერთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს. სამუშაოები ამჟამად ბორჯომის, ნეკრესისა და დაისის ქუჩებზე მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გლდანის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარს მოაწყობს. აღნიშნული პროექტის პარალელურად, იმავე დასახლებაში, კერძოდ, ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე წყალარინების ქსელს აწყობს გლდანის გამგეობაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყობა. მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ. მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელი აქამდე ვარდისუბნის, 26 მაისის, იაკობის, გრემის, გამარჯვების, გურიის აღმართის, სამეგრელოს, ზნაკვის, საზანოსა და ჟვანიას ქუჩებზე მოეწყო, ასევე დაიგო ასფალტის საფარი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)