|
2024-03-10 16:12:33, 799 ნახვა
საზოგადოება
მერია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ბანერს წითელი საღებავი შეასხეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლევან ფიფიას ბანერს წითელი საღებავი შეასხეს. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს. წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, ყველა მსგავსი ქმედების უკან "ქართული ოცნება" და "მმართველი გუნდის მიერ წახალისებული მარგინალური ჯგუფები დგანან". "ლევან ფიფია უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" გამორჩეული მებრძოლია. ამ ქვეყანაში დათარეშობენ ხელისუფლების მიერ წახალისებული მარგინალური ჯგუფები, რომლებიც მთელი გულით გულშემატკივრობენ რუსეთის გამარჯვებას, როგორც ჩვენი ხელისუფლება, რადგან ჩვენი ხელისუფლებისთვის, "ქართული ოცნებისთვის" ეგზისტენციალური, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამ ომში უკრაინის დამარცხება და ის ახალისებს ჯგუფებს, რომლებიც ქალაქებში, ქუჩებში ამ უღირსი მეთოდებით ებრძვიან თავისუფლების იდეას. მე მინდა, მათ ვუთხრა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინაში გადაწყდება საქართველოს ბედი და მათი ძალაუფლებიდან ჩახნის ბედი... მსგავსი უღირსი მეთოდებით საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრება, რომ მათ თავისუფლებას შეაქციონ ზურგი, "ქართულ ოცნებას" არ გამოუვა",- აცხადებს ხარჩილავა საგანგებო ვიდეომიმართვაში. მერიის ინფორმაციით, ხარჩილავა მომხდართან დაკავშირებით აქციასაც აანონსებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)