07:29 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-09 13:24:56, 734 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის, 6 მილიონ ლარამდე ღირებულების, საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებები დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საოპერაციო ხარჯებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კუსიდმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელიზაბეტ მესუდმა მოაწერეს.

„დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის, 6 წლის ვადით, გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებს საოპერაციო ხარჯებით, ხოლო თანამშრომლებს  სახელფასო დანამატებით უზრუნველყოფს. წლების განმავლობაში, დაცულ ტერიტორიების სააგენტო კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) წარმატებით თანამშრომლობს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიმართულებით. შედეგად, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მრავალი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, კავკასიის ბუნების ფონდისგან, 7 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება მიიღო. მხარეებს შორის გაფორმებულია არაერთი საგრანტო ხელშეკრულება, რომლებიც აკმაყოფილებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საჭიროებებს და ხელს უწყობს დასახული მიზნების სათანადოდ შესრულებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics