|
2024-03-08 15:38:35, 671 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი საქართველოში UNIDO-ს წარმომადგენელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების, ბაზების ფორმირება-სრულყოფის და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, სოფლის მეურნეობაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის და ახალგაზრდა კადრების გადამზადების საკითხებზე, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პროგრამის „ქვეყნის პროგრამა“ კოორდინატორთან, ნუნუ მოსიაშვილთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა UNIDO-ს პროგრამაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლო ჩართულობის საკითხი და პროგრამის განხორციელების სამოქმედო გეგმა განიხილეს. „სამინისტროს UNIDO-სთან, გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული პროგრამა ჩვენთვის საინტერესო საკითხებს, მათ შორის, ლაბორატორიული ბაზების სრულყოფას და დიჯიტალიზაციას მოიცავს. ლაბორატორიული შესაძლებლობების მიმართულებით, ევროკომისიისგან დადებითი შეფასება გვაქვს. ქვეყანაში სურსათის უსაფრთხოება და უვნებლობა, პირდაპირ კავშირშია ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებასთან და შესაბამისად, აღნიშნული მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტულია. უნდა აღინიშნოს, რომ UNIDO-ს ჩართულობა ასევე საინტერესო იქნება სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართვისა და ტრენინგცენტრის შექმნის და კადრების გადამზადების მიმართულებით, ერთიანი სისტემატიზებული მიდგომის დანერგვის ნაწილში“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. UNIDO-ს პროგრამა „ქვეყნის პროგრამა“, რომელიც 2023-2027 წლებში განხორციელდება, სამ ძირითად მიმართულებას - აგრობიზნესის განვითარებას, ბაზრებზე წვდომასა და ფერმერებისთვის შესაძლებლობების ზრდას, გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას მოიცავს. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, შეიქმნება ეროვნული საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყება გაერთიანდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)