|
2024-03-08 13:28:15, 735 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადას ესტუმრა
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფების მონახულებას განაგრძობს - ჩიქოვანი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ბაზის ინფრასტრუქტურა, ყაზარმები, საცხოვრებელი კორპუსები, მშენებარე ობიექტები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი, სპორტული დარბაზი, ბრიგადის სამხედრო ტექნიკა, განახლებული ავტოპარკი და ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმი დაათვალიერა. "თავდაცვის მინისტრი, ეროვნული გვარდიის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ რომან ჯოხაძესთან ერთად, სენაკში, საქართველოს ეროვნული გვარდიის 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილესთან - გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად, სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)