|
2024-03-07 14:44:46, 740 ნახვა
საზოგადოება
2024 წლის თებერვლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, 29 ფაქტი კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლინდა, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 8 - ქვემო ქართლის, 5 - შიდა ქართლის, 8 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - გურიის, 2 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, 5 - იმერეთის, ხოლო 5 კანონდარღვევის ფაქტი სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ არის გამოვლენილი. სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 110.424 მ3 ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ არის განთავსებული. 2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 98 ფაქტი გამოვლინდა. ამოღებული და „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული ხე-ტყის რესურსის მოცულობა 167.234 მ3 შეადგენს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)