|
2024-03-05 16:10:32, 789 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციას დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციას დაესწრო. ახალი ხედვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად წარუდგინა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტისა და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობა გრძელდება, კონკრეტული მიმართულებების მხარდაჭერა დედაქალაქის მერიის მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება. „ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის მიმართულება და ა მხრივ რამდენიმე სიახლეს გამოვყოფდი, რაც ვფიქრობ, დიდი ინტერესის საგანი იქნება ახალგაზრდებისთვის - საგრანტო პროგრამები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის. ინდივიდუალურად განსაზღვრულია თანხა 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო ორგანიზაციებისთვის 100 000 ლარი იქნება საგრანტო თანხის მოცულობა. ეს მისცემს ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობას, რომ თავიანთი იდეების რეალიზება შეძლონ სხვადასხვა პროექტის სახით. რაც შეეხება ახალგაზრდულ ფესტივალს, ის მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და მუნიციპალიტეტი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს მასში. საკმაოდ საინტერესო პროგრამებს და პროექტებს ვახორციელებთ ამ მიმართულებით და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, 2024 წელს სამინისტრო ახალგაზრდებს შესთავაზებს მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალს, რომელშიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება. მისივე თქმით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ თემატურ საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს, რომელიც საქართველოში მცხოვრები პრაქტიკულად ყველა ახალგაზრდისთვის, მათი საინტერესო, შემოქმედებითი იდეების თუ პროექტების განხორციელების უნიკალური შესაძლებლობა იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



