|
2024-03-04 14:22:38, 775 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
თბილისის განვითარების ფონდი, მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე პროექტს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდის ხელმძღვანელ გიორგი პაპავასთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად თბილისს კიდევ ერთი რეაბილიტირებული და განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეემატება. „აბრეშუმის მუზეუმი, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ძალიან ლამაზი ნაგებობაა. პირველი, რაც გაკეთდა, ეს იყო კონსტრუქციების გამაგრება, რომელიც ფაქტობრივად იშლებოდა. მიწის ქვემოთ არსებული გრუნტის წყლების გამო საძირკველი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, სარდაფები კი წყლით იყო ავსებული. დღეს ეს ყველაფერი მთლიანად რეაბილიტირებული და მოწესრიგებულია. გაკეთებულია სადრენაჟე სისტემა, რომელიც წყალს არიდებს აღნიშნულ შენობა-ნაგებობას. პროექტის დასრულებამდე ორი თვე დარჩა. თითოეულ დეტალზე და ორნამენტზე განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული და ეს ყველაფერი დასრულდება ეზოს მოპირკეთებით და გამწვანების სამუშაოებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მიმდინარე სამუშაოებს, ასევე, გაეცნენ დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი. პროექტი ხორციელდება „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ თანადაფინანსებით. მეორე ეტაპზე გაილესა და შეიღება კედლები და ჭერი, რესტავრირდა ჭერის კარნიზების ნაწილები, გამოიცვალა თუნუქის სახურავი, მუშტაიდის ბაღის მხარეს შემოიღობა ტერიტორია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მხატვრული მინათების და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე წინა ეზოს კეთილმოწყობა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)