|
2024-03-04 12:30:23, 793 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში რონალდ პრაისს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უწყების ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, მიწის მართვის, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ერთობლივი პროექტებით უკვე მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოს ირიგაციის სექტორის რეფორმირების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ვფიქრობ, მაქსიმალური თანამშრომლობით და კოორდინაციით, საერთო მიზნების ეფექტიანად განხორციელებას, გამოწვევების დაძლევას და უკეთესი შედეგების მიღწევას შევძლებთ", - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც რონალდ პრაისმა აღნიშნა, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს, წლების განმავლობაში, წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და მომავალში, ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)