06:15 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 11:11:27, 681 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე, ვანისა და ხვანჭკარას ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

მუხიანის აგარაკებზე კიდევ ორი ქუჩის მოწესრიგება დაიწყო - გლდანის რაიონის გამგეობა ვანისა და ხვანჭკარას ქუჩებზე წყალარინების ქსელს მოაწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. 

გამგეობის ცნობით, სამუშაოების შედეგად, ქსელი 1 452 გრძივ მეტრზე მოეწყობა. 

"აღნიშნულისთვის 1 240 000 ლარი დაიხარჯება. წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ კი ორივე ქუჩაზე, 6 400 კვ. მეტრ ფართობზე, გზის საფარი მოეწყობა, რისთვისაც დაახლოებით, 2 500 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო",- აღნიშნულია გამგეობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics